გორში სადგურის დასახლებაში საფინანსო ორგანიზაციამ, ერთ-ერთი მოვალის
სახლი 6200 დოლარად გაყიდა.
ამის გამო, ორგანიზაციის მოთხოვნით, გამოსახლების პროცესი დაიწყო.
სახლის თავდაპირველი მეპატრონე აცხადებს, რომ იგი მზად იყო აღნიშნული
თანხით გამოესყიდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა ამის საშუალებას არ
აძლევენ.
მათი განმარტებით, ისინი მზად არიან ერთი თვის ვადაში დაფარონ
დავალიანება.
მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. ქონების თავდაპირველი
მეპატრონე განმარტავდა, რომ სადავო სახლი არ უნდა ეყიდა მყიდველს და
ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა.
გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციამ გორის შს სამმართველოს
თანამშრომლების დახმარება მოითხოვა. ბინის დაცლაში კრიმინალური
პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.
სტატიის გამოყენების პირობები