ახალი ამბები
29-30 სექტემბერს გორში იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ჩატარდება
29-30 სექტემბერს, ქ.გორში ტარდება გორის ,,დილას" ვეტერანი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის იური ცხოვრებოვის სახელობის ტურნირი ფეხბურთში.

პრიზები ტურნირის ყველაზე უმცროსი ფეხბურთელისა და ტურნირის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ დააწესა.

ტურნირში მონაწილეობენ გორის ,,გორის", ქუთაისის ,,ტორპრდო-2", გორის "დილას", ქუთაისის "ტორპედოსა" და კასპის გუნდების 2013 წლებში დაბადებული ბავშვები. ასევე მიწვეულნი არიან ახალგორის ფეხბურთელები.

ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება 30 სექტემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიაონზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები