ახალი ამბები
გორის გვირაბისკენ მიმავალ აღმართზე ავარია მოხდა
ავტობანზე, თბილისიდან გორის გვირაბისკენ მიმავალ აღმართზე ავარია მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი.

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები