ახალი ამბები
ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს
გორში, ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ამჟამინდელი ვერსიით, კახაბერ ქისიშვილმა თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კახაბერ ქისიშვილს ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

მკვლელობა 2016 წლის თებერვალში გორში მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები