ახალი ამბები
გორის სოფელ სობისში 67 წლის მამაკაცი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 39 წლის შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები