მკლავჭიდში მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ლევან
საგინაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში მოსწავლეებს
შეხვდა.
როგორც სკოლის დირექტორმა განუცხადა, ომამდე სკოლაში 250-ზე მეტი
მოსწავლე სწავლობდა, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
ვიზიტი შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავით
ღამბაშიძის ინიციატივით განხორციელდა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საგინაშვილმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ავტოგრაფები
დაურიგა.
სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ფეხბურთის
და კალათბურთის ბურთები გადასცა.
,, ეს იყო შეხვედრა, რომლის მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრება და სპორტის სხვადასხვა სახეობით მათი დაინტერესება
წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.'' -
აღნიშნავს დავით ღამბაშიძე.
სტატიის გამოყენების პირობები