ახალი ამბები
გორში 5 თვეში 5 დროშა დაზიანდა - დროშის ფასები 1100-დან 2300 ლარამდე მერყეობს
გორის ცენტრში 20 მ-იან ბოძზე დამონტაჟებული დროშები ქარს ვერ უძლებს. გორის მერიას დროშების გამოცვლა თითქმის ყოველ თვე უწევს.

12 მ სიგანისა და 8 მეტრი სიმაღლის დროშა პირველად 2023 წლის 26 მაისს აღმართეს. თავდაპირველად, მერიამ პირველ დროშაში 2300 ლარი გადაიხადეს.

თუმცა, 30 მაისს ის უკვე დაზიანებული იყო, რისთვის კომპანია ,,გლობალსტანდარტმშენის'' წარმომადგენლის განცხადებით, დამატებით ერთ დროშაც, გარანტიის სახით მერიას აჩუქებდა.

მალევე მეორე დროშაც დაზიანდა.

მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა და მერიის მიერ შეძენილი მეხუთე დროშაც ქარმა ,,წაიღო''. ბოლო დროშები გორის კეთილმოწყობის სააგენტომ 2023 წლის 5 ოქტომბერს შეიძინა. თითო დროშის შეძენაში 1100 ლარი გადაიხადეს.

გორის მერიამ ახალი დროშების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და 9 ათასი ლარი გამოყო, თუმცა ტენდერი არ შედგა, რადგან ახალმა კომპანიამ, რომელმაც გორის მერიას დროშების შეძენა შესთავაზა, დროშის პარამეტრები არ მიუთითა.

ამ ეტაპზე გორის ცენტრში დროშა არ ფრიალებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები