ახალი ამბები
,,ქარელობას'' ჯგუფი „REGGAEON“ იმღერებს
2023 წლის 28 ოქტომბერს ქარელში ,,ქარელობა'' აღინიშნება.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სხვადასხვა ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

,,ქარელობას'' გალა კონცერტით დაასრულებს ჯგუფი „REGGAEON“.  ჯგუფს ქარელის კულტურის განწყობილება გადაუხდის 12 755 ლარსა და 10 თეთრს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

14:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით,მოეწყობა მხიარული სტარტები.

ბავშვებისათვის იფუნქციონირებს ატრაქციონები და მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცე.





Print

სტატიის გამოყენების პირობები