,,აგვიშენეთ სკოლა!'' - ამ შეძახილებით გადაკეტეს ქუჩა ხაშურში,
მეოთხე სკოლის მოსწავლეებმა.
აქციის წევრების განცხადებით, რამდენიმე წელია, სკოლის მშენებლობას
საშველი არ დაადგა.
,,ქართლის ამბები'' წერდა, რომ სკოლის შენობის დემონტაჟი 2021 წელს
დაიწყო, თუმცა დემონტაჟის პროცესი წელიწადზე მეტი გაგრძელდა.
2023 წელის იანვარში განათლების სამინისტრომ ახალი შენობის
ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 22 მლნ ლარს
აღემატებოდა. ამ თანხაში ახალ კომპანიას ,,ლიდ გრუპს'' უნდა
დაესრულებინა დემონტაჟი და შემდგომ აეშენებინა ახალი შენობა. თუმცა,
მანაც გააჭიანურა მუშაობის დაწყება.
აქცია ხაშურის ტელევიზიამ გააშუქა. გზა დაახლოებით 15 წუთის
განმავლობაში იყო გადაკეტილი, აქციის მონაწილებთან მხოლოდ პოლიციის
წარმომადგენლები მივიდნენ.
განათლების სამინისტროს საგანმანათლებო ინფრასტრუქტურის სააგენტოს
ცნობით, ქალაქ ხაშურის №4 საჯარო სკოლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო
2023 წელს. სკოლის მშენებლობის დამთავრება დაგეგმილია 2025 წელს,
რაზედაც დაიხარჯება 12 365 316 ლარი
სტატიის გამოყენების პირობები