ახალი ამბები
ცხრამუხაში საბავშვო ბაღი დაიკეტა - ხაშურში ბავშვების გადაყვანაზე მშობელთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღში ორ მხარეს კედელი გადაიხარა.

ამის გამო, ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა. 1 ნოემბრიდან ბავშვები და პედაგოგები ხაშურის მესამე საბავშვო ბაღში ივლიან.



როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა გელაშვილმა ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილს აცნობა, 52 ბავშვიდან ხაშურის საბავშვო ბაღში მხოლოდ 26 ბავშვი ივლის.

ლელა გელაშვილის ცნობით, დანარჩენმა მშობლებმა უარი თქვეს ბავშვების ტრანსპორტირებაზე.



როგოც ცხრამუხის საბავშვო ბაღის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, ჯერ კიდევ 2023 წლის 12 სექტემბერს, ბაღში აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობდა, რადგან მშობლები ღია კარის დღეზე დაიბარეს.

ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ საბავშვო ბაღს დიდი ხანია რეაბილიტაცია სჭირდება. რატომ აქამდე არ დადგა საკითხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ, ამის შესახებ პასუხი არ გვაქვს. ლელა გელაშვილი მედიასთან არ თანამშრომლობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები