კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ახალი ფილმის ეპიზოდები
გადაიღეს.
როგორც სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარეხ ყამბეგაშვილმა
გვითხრა, ფილმი შეეხება აფხაზეთის ომსა და საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო წლებს.
მარეხ ყამბეგაშვილის ცნობით, პროექტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.
ქვემო ჭალაში გადაღებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სტატიის გამოყენების პირობები