გორის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიმდინარე წლის სამ
კვარტალში 145 800 ლარი შევიდა.
მერიის საფინანსო სამსახურის ცნობით, გეგმა წარმატებით სრულდება და 9
თვის მონაცემებით შემოსავალმა 25 000 ლარით გადააჭარბა.
2023 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან სულ 160 000 ლარის
მობილიზებაა დაგეგმილი.
ამავე სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სათამაშო
ბიზნესში იგულისხმება მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული
შემოსავალი.
გორის ბიუჯეტის მიხედვით, 160 000 ლარის მობილიზება იყო დაგეგმილი
2022 წელსაც.
რაც შეეხება 2021 წელს, სათამშო ბიზნესიდან გორის ბიუჯეტში 109 000
ლარი შევიდა.
სტატიის გამოყენების პირობები