ახალი ამბები
,,მთავარი ამოცანაა, გავათავისუფლოთ ოქროს მოწმე'' - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა
,,ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და პირობა დადეს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან'' - განაცხადა ირაკლი ანთიძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, რომელიც კირბალში, მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტს შეეხო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორე პიროვნების, დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისთვის, რომელიც არის ,,ოქროს მოწმე'' და რომლის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

ანთიძემ თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მომხდარი ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიება.

,,ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეს. ჩვენ მოვითხოვეთ იმ პირების დასჯა, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ახლა მთავარი ამოცანააა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მეორე პიროვნება. როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ის არ არის დაჭრილი და არ აღენიშნება დაზიანებები. '' - აღნიშნა ანთაძემ.

რა რეაგირება მოახდინეს რუსეთის სამხედროებმა მას შემდეგ, როდესაც კირბალელ თამარ გინტურს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, ანთიძემ განაცხადა, რომ სროლის შემდეგ რუსეთის სამხედროებმა გაააქტიურეს ცხელი ხაზი. როდესაც იქ გორიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. მოქალაქე უკვე გარდაცვლილი იყო. ანთიძე აზუსტებს, რომ იქ მისასვლელად ბრიგადას დაჭირდებოდა დაახლოებით 30-40 წუთი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები