პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კირბალში გინტურების ოჯახს
მიუსამძიმრა.
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცებმა ლომისის
ეკლესიასთან ადგილობრივი მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს.
სამძიმრის შემდეგ პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია. გუშინ კი მისი
განცხადება გავრცელდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო
სახელმწიფოზე თავდასხმა.
,,ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო
დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ
სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს
"ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო
თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად
და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას'' - აღნიშნულია
ზურაბიშვილის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები