ახალი ამბები
პარლამენტის წევრებმა კირბალში თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს
პარლამენტის წევრებმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს. ისინი დღეს სოფელ კირბალში ჩავიდნენ.

,,შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით.'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯერ კიდევ 7 ნოემბერს.

თამაზ გინტური 2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის სიახლოვეს მოკლეს.

ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს იმ დროს, როდესაც თამაზ გინტურთან ერთად სალოცავში იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები