დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან ხვიჩა კორინთელი გაათავისუფლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან ხვიჩა კორინთელი
გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ავრცელებს;
ხვიჩა კორინთელი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2023
წლის 24 ნოემბერს დააკავეს:
,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და
ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების
მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი,
ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა
ინსტრუმენტი.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები