ახალი ამბები
გორში ,,განდეგილის'' პრემიერაზე ადგილობრივი მედია არ დაუშვეს
18 ოქტომბერს, გორში, კულტურის სამინისროს ინიციატივით, წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილის'' მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

სპექტაკლი ფოთის თეატრმა დადგა, სადაც გორის ქალთა გუნდიც მონაწილეობს. პრემიერაზე ადგილობრივი მედია არ დაუშვეს.

როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, სპექტაკლს მხოლოდ ცენტრალური მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან, ისიც შერჩევით. გორში იმყოფებოდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც.

სცენური ვერსია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. პრემიერა ჯერ თელავში, ამჯერად გორში გაიმართა. იგეგმება სხვა ქალაქებში მისი ჩვენება.

,,ეს არის ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ილიას პოემის საინტერესო სცენურ ვერსიას გვთავაზობს.'' - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები