ახალი ამბები
სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა გოგო დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა გოგონა დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 108 მუხლით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის მიმდინარეობს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, 2016 წლის 7 მარტს კომბინატის დასახლებაში სამხედრო მოსამსახურე საკუთარ ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა.

პირველი საგამოძიებო მოქმედების შედეგად დაადგინეს, რომ გარდაცვალებამდე მამაკაცს დამაძინებელი მედიკამენტები მიაღებინეს, ხოლო დაძინების შემდეგ ოთახში ცეცხლი გააჩინეს.

სწორედ ამ სცენარის მიხედვით მიიტანეს ეჭვი გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარ გოგონაზე, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები