ახალი ამბები
გორში სახელმწიფო აუდიტის დასკვნას წარადგენენ
2016 წლის 18 მარტს გორში სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლები გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ საქმიანობის შედეგებს წარადგენენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.

ანგარიშები გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას ეხება.

„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში, გენერალური აუდიტორის ინიციატივით, აუდიტის ანგარიშების გაცნობა ყველა დაინტერესებული მხარისათვის (მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები, სტუდენტები, და ა.შ.) რეგიონალურ დონეზე, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაიგეგმა.

აუდიტის შედეგად არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა, რის გამოც პირობითი აუდიტორული დასკვნა გაიცა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები