ახალი ამბები
პოლიციას ცხრა პირმა იარაღი ჩააბარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გორის,ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში მცხოვრებმა ცხრა პირმა , ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.

სულ ჩაბარებულია: „მაკაროვის“ სისტემის, 1 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 ხელყუმბარა, 3 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ა-კა-ემ“-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 5 ყუმბარმტყორცნი, 7 მჭიდი და 868 საბრძოლო ვაზნა.

აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები