ხაშურის მუნიციპალიტეტმა ნაგავშემკრები ავტომობილი შეიძინა, ამისთვის
ტენდერი გაიმართა სადაც შ.პ.ს. "Urban Motors"- მა გაიმარჯვა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.
ავტომობილის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 400 ლარი გამოიყო.
ხეშეკრულების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
ნაგავშემკრები მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა.
სტატიის გამოყენების პირობები