ახალი ამბები
"მწვანე" ეკონომიკა-შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში
ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა,ეს საკითხები განიხილებოდა კასპის მუნიციპალიტეტში მეწარმეთა შეხვედრაზე.

UNIDO -ს რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების რეგიონალური სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონული პროგრამის შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია „მწვანე“ (ეკოლოგიურად სუფთა) ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა).

ოთხწლიანი პროგრამა ხორციელედება საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ და გულისხმობს წარმოების პროდუქტიულობის გაზრდას, ადამიანთა ჯანმრთელობა და გარემოზე ზიანის მიყენების რისკის შემცირების მიზნით კომპლექსური პრევენციული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამოყენებას. პროდუქციული დიზაინის, საწარმოო და მომსახურების პროცესში.

ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები მოამზადებენ ქართველ სპეციალისტებს RECP მეთოდებში და გაუწევენ მათ ხელმძღვანელობას შერჩეულ საწარმოებში ამ მეთოდების პრაქტიკულად გამოყენებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები