დღეიდან გორში მოხატული ურნები განთავსდება.
ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ინიციატივით და ა(ა)იპ ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით, ასეთი
სულ 10 მოხატული ურნა გამზადდა.
ურნები პროექტის - „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი“ ფარგლებში
„დროას“ მიერ მოიხატა და მათი გატანა ქალაქის კეთილმოწყობის
სამსახურიდან მოხდება.
კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ურნებს ქალაქის ყველა უბანში,
სხვადასხვა ობიექტებთან გადაანაწილებენ.
პროექტს "გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი“ გორის ახალგაზრდული
მოძრაობა „დროა“ გასული წლის ნოემბრიდან ახორციელებს და მისი მიზანია
გორში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და
მათ მიერ ადვოკატირების კამპანიების განხორციელების გზით, ქალაქში
საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის ხელშეწყობა.
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება.
სტატიის გამოყენების პირობები