ახალი ამბები
საპროტესტო აქცია მოხისში
ამ წუთებში საპროტესტო აქცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში იმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

მოხისელები საძოვრებიდან სამშენებლო წარმოების მიზნით მიწის მასის მოჭრას და გატანას აპროტესტებენ.

მოხისის მიწებს ავტობანის მშენებლობისთვის იყენებენ.

,,მთელი მოსახლეობა გამოვედით და ტექნიკას გადავუდექით წინ. ამ წუთში შევაჩერეთ მუშაობა და ველოდებით სამინისტროდან წარმომადგენლებს. გვაინტერესებს, ვინც გასცა ამ მიწების ამოღების უფლება. ეს ჩვენი საძოვრებია და საქონელს ვატარებთ აქ" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერი არხოშაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს კომპანია ,,ბლექ სი გრუპისთვის" ხრეშის მოპოვების თაობაზე ლიცენზია არ მიუცია.

,,ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე უკვე გასულები არიან. ხრეშის მოპოვების თაობაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა. როგორც ჩვენ ვიცით,დაახლოებით  მდინარის ნაპირია" - აცხადებს მერი არხოშაშვილი.

მერი არხოშაშვილი დარწმუნებულია, რომ ხრეშის მოპოვება საძოვრებიდან არ ხდება, თუმცა, რომელი მდინარის ნაპირია მოხისთან, მან ზუსტად არ იცის. 

გამოყენებულია თემატური ფოტო მოხისიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები