ახალი ამბები
ბატირ ფუხაევმა ცხინვალის მთავრობას შეწყალებაზე უარი უთხრა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული იგორ ფუხაევი ამნისტიით გაათავისუფლა და საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.

ხოლო მეორე ძმა, ასევე, ანალოგიური ბრალდებით დაკავებული ბატირ ფუხაევი შეწყალებაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ეხო კავკაზა" ავრცელებს.

იგორ ფუხაევი სამმხრივ ფორმატის ფარგლებში, პატიმრების გაცვლით დროს, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გაცვალეს.

ბატირ ფუხაევის სასამართლო პროცესი კი, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა და 15 მარტს გაიმართა.

ბატირ ფუხაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარმალენტის ყოფილი დეპუტატია.

იგორ ფუხაევის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი ნათესავებისთვის, არამედ მისი ადვოკატისთვისაც ირინა ელბაქიძისთვისაც.

ირინა ელბაქიძე ფუხაევების ოჯახის წევრებს ესაუბრა და მათგან შეიტყო, რომ ბატირ ფუხაევი შეწყალებაზე უარს ამბობს.

,,ან გამასამართლეთ კანონიერად, ან გამათავისუფლეთ კანონიერად" - ასე განაცხადა ბატირ ფუხაევმა სასამართლო პროცესზე.

ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია, თუ რა მოსაზრებით უშვებენ შეწყალებით. ,,თუ იმიტომ უშვებენ, რომ ბატირი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ეს ინვალიდობა მას დაკავების პროცესშიც ქონდა.“ - აღნიშნავს ბრალდებულ ბატირ ფუხაევის მეუღლე ინა ჯიოევა.

ბატირ და იგორ ფუხაევები 2015 წლის ზაფხულში დედის დაკრძალვაზე სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ძმებს მათ ბრალად სამშობლოს ღალატი წარედგინათ.

ბრალდების თანახმად ძმები ფუხაევები საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდნენ და მხარი დაუჭირეს სამხრეთ ოსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ  სანაკოევის დროებით ადმინისტრაციას.

გასულ 2015 წლის თებერვალში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა ან შეესწავლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მუშაობა..

კომისიამ დაადგინა, რომ სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო დანაშაულში და, ამის გამო, მათ პასუხი უნდა აგონ.

დასკვნაში წერია, რომ სტრუქტურა მოქმედებდა აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც განავითარა ფართომასშტაბიანი ტერორი, მოახდინა ძალადობისა და ომის პროპაგანდა და რომელსაც მიზნად ჰქონდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განადგურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები