ახალი ამბები
ხაშურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხაშურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ღია ცის ქვეშ დარჩა ლიანა ლომიძის ოჯახი, სადაც ის შვილთან და მის მცირეწლოვან ბავშვებთან ცხოვრობდა.

ხაშურელი სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის ცნობით, ლომიძეების ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

,,მეგობრებო ჩვენს თანამოქალაქეს ესაჭიროება ჩვენი დახმარება. ხაშურში ქალბატონ ლიანა ლომიძეს რომელიც ცხოვრობს (გურამიშვილის ქ.ჩიხი 2 ბინა 4 ) შვილთან და ორ მცირეწლოვნებთან ერთად ხანძარმა გაუნადგურა ყველაფერი.
ვისაც რისი საშუალება გვაქვს დავეხმაროთ კეთილო ადამიანებო.
თიბისი ბანკი GE34TB7297645064300068
საქ. ბაკი GE69BG0000000591831973
პირადი 57001028818
მიმღები ლიანა ლომიძე
ტელ 595574719" - წერს ზაზა მეხრიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები