„შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის „ რედაქტორს
ბატონო რედაქტორო! ნება გვიბოძეთ,თქვენი სააგენტოს საშუალებით,უღრმესი
მადლობა გადავუხადოთ შ.პ.ს „ნიქოზის“ ამბულატორიის დორექტორს, ბატონ
ნიკოლოზ ძამუკაშვილს,ოჯახის ექიმს ქალბატონ ნინო მეტრეველს და
ამბულატორიაში მომუშავე მედ-პერსონალს,ჩვენზე გაწეული
სამსახურისთვის.
აქ შექმნილი გარემო,სერვისი,სისუფთავე,ექიმებისა და ექთნების
გულისხმიერება და პროფესიონალიზმი გარკვეულწილად გვიუმჯობესებს
ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ჩვენო კარგებო! თქვენც მტკიცე ჯანმრთელობას, წინსვლას,ოჯახურ
ბედნიერებას და მშვიდობას გისურვებთ ყველას.
პატივისცემით და მადლიერებით თამარ და ომარ მჭედლიძეები.
სტატიის გამოყენების პირობები