გორელი ახალგაზრდები წერენ, რომ მაღაზიათა ქსელ ,,აგრო ეფექტში'' უარი
განუცხადეს აირწინაღის მიყიდვაზე, რადგან ისინი საპროტესტო აქციაზე
მიდიოდნენ.
როგორც გორელი ფოგოგრაფი წერს, ეს პრეტენზია პირდაპირ განუცხადეს:
,,აგრო ეფექტი・Agro Effect-ში ვიყავით საყიდლად და რომ გაიგეს
აქციისთვის გვინდოდა, არ მოგვყიდეს, არაფერი შეფარული მიზეზი,
პირდაპირ გამოგვიცხადეს თუ აქციისთვის გინდათ, არ ვყიდითო!'' -
აცხადებს გორელი მოქალაქე.
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს, რასაც
უნდა, იმას დაწერენ'' - გვიპასუხეს მაღაზიის ოფიციალური
გვერდიდან.
სტატიის გამოყენების პირობები