თბილისში, საპროტესტო აქციები გრძელდება. 2 მარტს გმირთა მოედანიც
გადაკეტეს.
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეთა ნაწილის პოლიციის მიერ დაკავების
მიუხედავად, თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი კვლავ
გადაკეტილია და საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "აგენტების კანონს" მიღების
წინაააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ
თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს
უერთდება.
აქციის მონაწილეები ამ ადგილას დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის
მოწოდების შემდეგ მსვლელობით დაიძრნენ.
გმირთა მოედნის გადაკეტვა აქციის მონაწილეებმა საღამოს 6 საათიდან
დაიწყეს. იქ პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა და გადაკეტილი
საავტომობილო გზა გახსნა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები
ტროტუარზე გადაიყვანა, თუმცა მალევე, მათ გზის ხელახლა გადაკეტვა
მოახერხეს.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის"
კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ,
როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
სტატიის გამოყენების პირობები