ახალი ამბები
დასავლეთიდან თბილისში მიმავალ დემონსტრატებს გორის შესასვლელში მდებარე საცხობი უფასოდ გაუმასპინძლდება
დასავლეთიდან თბილისში მიმავალ დემონსტრატებს გორის შესასვლელში მდებარე საცხობი უფასოდ გაუმასპინძლდება.

ამის შესახებ საცხობის მეპატრონემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

,,გორის შესასვლელში მაქვს საცხობი. დიდი არაფერი, მაგრამ დასავლეთიდან აქციაზე მიმავალ მგზავრებს დავაპურებ. არ მოგერიდოთ, გამოიარეთ. თქვენთვის ყველაფერი უფასოა." - წერს შმაგი ხუბულური.

შეგახსნებთ, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".




Print

სტატიის გამოყენების პირობები