რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულს
რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 22:00 საათიდან
დაიწყეს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა აქციის
მონაწილეებს განსხვავებული ფორმა შესთავაზეს - აღდგომის ღამის ერთად
გათენება, ქაშვეთის ეკლესიასთან.
ახალგაზრდებმა პოლიციელებს წითელ კვერცხები და პასკები
გადასცეს.
შეგახსნებთ, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი"
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში,
მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც
დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ,
დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელი ორგანიზაცია".
სტატიის გამოყენების პირობები