,,გორმედის'' სამშობიარო ცენტრში ახალშობილი დაიღუპა.
როგორც ოჯახის ახლობელი, ქარელში მცხოვრები ქალი წერს, ბავშვი
მშობიარობის დროს გარდაიცვალა.
ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ფატალური შედეგის
მიზეზი ექიმის დაგვიანებული რეაქცია გახდა.
მათი ცნობით, მშობიარე ქალი საკეისრო ოპერაციას ითხოვდა, თუმცა
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვს გული გაუჩერდა.
ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს. დასკვნის შემდეგ, კლინიკა
განცხადებას გაავრცელებს.
სტატიის გამოყენების პირობები