ახალი ამბები
8 მაისს გორში იმართება საპროტესტო მანიფესტაცია
8 მაისს, 19:00 საათზე, გორში გაიმართება საპროტესტო მანიფესტაცია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეები შეიკრიბებიან გორის ციხის ძირში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

,,ყველა საერთაშორისო პარტნიორის ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს. ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!'' - აღნიშნულია განცხადებაში. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები