ახალი ამბები
კავთისხევში მდინარე კავთურამ მანქანა გაიტაცა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ადიდებულმა მდინარე კავთურამ მანქანა გაიტაცა.

მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულია და ეძებენ. ერთმა მგზავრმა კი დინებას თავი დააღწია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და  ამიტომ მოქალაქეებს მანქანებით მდინარეზე გადასვლა უწევდათ. 

დაკარგული ადამიანის მოსაძებნად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყვინთავებიც ჩართო.

დაღუპულია 37 წლის მამაკაცი, ხოლო ეძებენ 40 წლის მამაკაცს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები