ახალი ამბები
შიდა ქართლში სოფლის პროგრამებისთვის 5 118 845 ლარი გამოიყო
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა. უკვე განსაზღვრულია 2016 წლის პრიორიტეტები, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პროექტირებები, საკრებულოებთან და სამინისტროებთან შეთანხმებები გვეუბნებიან მუნიციპალიტეტებში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ოთხივე მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე ინფორმაცია გამოითხოვა.

გორის მუნიციპალიტეტში 104 სოფელია, გამგებელმა კრებები 25 თებერვალს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის ყველა სოფელში განსახორციელებელი სამუშაოები. გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ცენტრალურიმა ბიუჯეტმა 2 204 774 ლარი გამოყო, 137 000 ლარით მეტი ვიდრე გასულ წელს.

ქარელის მუნიციპალიეტი პროექტებს საკრებულოს 25 მარტს წარუდგენს დასამტკიცებლად. მუნიციპალიტეტში პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალურმა მთავრობამ 1 063 497 ლარი გამოყო, გასულ წელს თუ შევადარებთ თანხა მხოლო 1000 ლარით გაიზარდა.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დასულდა კასპის მუნიციპალიტეტშიც. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია რომელიც 993 747 ლარს შეადგენს. მუნიციპეტში განმარტავენ რომ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პროექტირებასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერები სამუშაოების შესასრულებლად.

ხაშურის სოფლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან შიდა ქართლის დანარჩენი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ყველაზე ცოტა თანხა გამოყო. თანხის ოდენობა 856 827 ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის ინფორმაციით სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაიწყება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები