გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ ,,გორი
მოლის“ პირველ სართულზე, ჰიპერმარკეტ ,,კარფურის“ წინ, სათამაშოების
მაღაზია ,,მელაკუდა“ გაიხსნა. ეკომეგობრული და მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობის მქონე მელაკუდა მომხმარებელს მრავალფეროვან
არჩევანს, N71 სერთიფიკატის მქონე პროდუქციას და სხვადასხვა ასაკის
გოგონების თუ ბიჭებისთვის სასურველ უამრავ ექსკლუზიურ სათამაშოს
სთავაზობს.
გახსნის ცერემონიაზე, ,,მელაკუდას“ გუნდმა ბავშვთა გასართობ ცენტრ
,,ქიდსლენდის“ დახმარებით პატარებს გასართობის პროგრამა შესთავაზა და
არაერთი პრიზი გაათამაშა, ასევე, ,,მელაკუდა“ ყველა სტუმარს პოპკორნით
და ბამბის ნაყინით გაუმასპინძლდა.
--- ,,მელაკუდაში“ წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი
არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში
დადგენილ სტანდარტს, გააჩნია N71 სერთიფიკატი და შეესაბამება
ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს.
ჩვენს პროდუქციაში, სხვადასხვა ასაკის როგორც გოგონების, ასევე
ბიჭებისთვის, უამრავ ექსკლუზიურ სათამაშოს იხილავთ, ეს გახლავთ
მულტიფუნქციური სამზარეულო თუ ბრენდული ავტომობილები.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ,,მელაკუდა“ ძალზე ეკომეგობრულია და
გვაქვს ხის სათამაშოების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი. თითოეული
პროდუქტი გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა, არის წყლის საღებავებით
შეღებილი, გარდა ამისა, ხის სათამაშოების ხაზით ვთანამშრომლობთ
ადგილობრივ წარმოებასთან - ,,კერასთან“, რომელიც ასევე აწარმოებს ხის
პროდუქციას: სანათებს, სათამაშოებს, საბავშვო სარკეებს და ყველა ამ
პროდუქტის მოხატვა-შეღებვისთვის იყენებს ეკოლგიურად სუფთა და
ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო წყლის საღებავებს.
მოკლედ, გარდა იმისა, რომ ,,მელაკუდა“ ეკომეგობრულია და ცდილობს,
უსაფრთხო პროდუქცია მიაწოდოს პატარა მომხმარებლებს, ამავდროულად, ჩვენ
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, იგივე,
,,კერასთან“ თანამშრომლობით და სამომავლოდაც განვიხილავთ არაერთ
კომპანიასთან თანამშრომლობას.
ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, ფერად გარემოს,
ხელით მოხატულ ინტერიერს, მისაღებ ფასებს, მაღალი ხარისხის
მომსახურებას, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ,,მელაკუდა“ საკმაოდ
ხშირად სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა აქციას, ფასდაკლებებს.
,,მელაკუდას“ პირველი მაღაზია ერთი წლის წინ გაიხსნა თბილისში,
,,გლდანი მოლში“, რომელიც საკმაოდ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, ეს
კი, ,,გორი მოლში“ წარმოდგენილი ,,მელაკუდა“ გახლავთ ჩვენი მეორე
ფილიალი და აუცილებლად გავაგრძელებთ ქსელის გაფართოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ
,,მელაკუდას“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია, ამ ერთი წლის
განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელა ინდივიდუალური სოციალური აქცია
იმ კონკრეტულ ოჯახებთან, სადაც რამდენიმე ბავშვი იზრდება და ამჟამად
გეგმავს, ითანამშრომლოს გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების
ცენტრთან“, თანამშრომლობისთვის საჭირო პირველი ნაბიჯები უკვე
გადადგმულია და უახლოეს მომავალში ვესტუმრებით აღნიშნულ ცენტრს“, -
ნათია დათაშვილი, ,,მელაკუდას“ დამფუძნებელი.
სტატიის გამოყენების პირობები