ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო
კლაარი, საქართველოში მიმდინარე სიძულვილის კამპანიას
ეხმაურება.
პოსტი მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
მისი განცხადებით, 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა
იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე
უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო.
“დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა მე გული მტკივა. ჩვენი
ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერას უნდა ეფუძნებოდეს, სადაც “ხალხის მტრების” სიისა და
ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არაა. Quo vadis (სად მიდიხარ.
რედ) საქართველო?“
9 მაისს, ღამის საათებში, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების
ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური
პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა
წარწერები და პოსტერები.
7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ
დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები
ჯგუფის წევრებს. 3 მაისს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა
მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
ვრცლად:
რადიო თავისუფლება
სტატიის გამოყენების პირობები