საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე
გორის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა.
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ
ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შემდეგ კი, მოზარდებმა ცნობილ
ფეხბურთელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.'' - აღნიშნულია კლუბის
განცხადებაში.
24 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად,
ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია.
ცნობისათვის, 2 მაისს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი
ჩაკვეტაძემ “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, გაიწვიოს რუსული კანონი.
“მიჭირს და რთულია, ვუყურო როგორ უპირისპირდებიან ჩემს
თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას
ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ
ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26
მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ”, – წერს ფეხბურთელი
სოციალურ ქსელში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მხარი დაუჭირა ეროვნული
ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთემა, ბუდუ ზივზივაძემ.
სტატიის გამოყენების პირობები