ახალი ამბები
,,ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება?'' - გიორგი სუხიტაშვილი
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა. პარ­ტია "ახა­ლის" წევ­რს, ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძეს თავს წუ­ხელ და­ესხნენ.

,,ეხლა ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემ სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე ნორმალურადაა)

ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშიმებთ!

უგრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ, ვერ ხვდებით?

მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალთ სადმე და დამხვდებით, მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ.

არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები!

ხო არც გაგინებთ, არც რამე სხვას.

თქვენ კიდევ ხალხო, თუ იდიოტები არა ხართ უნდა ხვდებოდეთ, რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, ყველამ კარგად იცით!

მე მზად ვარ, კაი ცემა ავიტანო/ ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით დიდი პატივი იქნება ჩემთვის.'' - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.

ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის", ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის" სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები