გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ ერთ-ერთი უბანი წყლით დატბორდა.
როგორც ადგილობრივი მცხოვრები წერს, ასეთი სიტუაციაა ყოველი წვიმის
დროს, თუმცა ხელისუფლებას ეს უბანი მხოლოდ არჩევნების დროს,
ახსენდება:
,,ქვემო ჭალაში ნახეთ, ყოველი წვიმის დროს, რა დღეში ვართ. ვისაც
გეხებათ, მოგვხედეთ. ცოტა ხანში წყალი წაიღებს ამ უბანს. მარტო
ხმებისთვის რომ გახსენდებათ ეს უბანი.'' - წერს მოქალაქე.
ჩვენ დავუკავშირდით კასპის მერის წარმომადგენელს სოფელში მარეხ
ყამბეგაშვილს.
,,ყოველი დიდი წვიმების დროს ასე ხდება. ეხლა აღარ წვიმს და რა თქმა
უნდა ასეთი მდგომარეობა არ არის. ზუსტად მაგ უბანმა ჩააშენა წლების
წინ საქონლის სადგომები და ბაღები კალაპოტში. შესაბამისად მაგ
მონაკვეთზე კალაპოტის დავიწროვებამ ეგ გამოიწვია.'' - გვითხრა მარეხ
ყამბეგაშვილმა.
XX
სტატიის გამოყენების პირობები