შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე
შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, „ქართული ოცნების“
ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლების ცნობით, დემონსტრანტებმა სამი ადგილიდან -
რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის
მეტროდან - დაიწყეს მსვლელობა დევიზით „კი ევროპას! არა რუსულ
კანონს!“
ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც მანამდე დიდუბეში, "ექსპო ჯორჯიასთან"
იყვნენ შეკრებილები, შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე
შეკრებილებს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და
ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები
ფიზიკურად უსწორდებიან.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო
ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების
სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების
საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სტატიის გამოყენების პირობები