ახალი ამბები
13 მაისიდან უნივერსიტეტებში სტუდენტები გაფიცვას იწყებენ - სია
13 მაისიდან საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რუსული კანონის გამო, გაიფიცებიან.

პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან. ჩამონათვალში ჯერჯერობით გორის უნივერსიტეტი არაა მოხსენიებული.

● ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
● თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
● თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
● ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
● საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
● თბილისის სამხატვრო აკადემია;
● GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
● საქართველოს უნივერსიტეტი;
● კავკასიის უნივერსიტეტი;
● GAU - ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
● ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
● სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
● თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
● ალტე უნივერსიტეტი;
● სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
● გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
● საავიაციო უნივერსიტეტი;
● შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - IBSU;
● ევროპის უნივერსიტეტი;
● კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - CIU
● სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
● სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები