30 წლის მამაკაცმა გვიან ღამით, წმინდაწყალზე, მეჯვრისხევის ბარაკებში
პურის მაღაზიაში შეაღწია.
პურის მაღაზიიდან წასვლის შემდეგ მამაკაცმა შინდისის გზატკეცილზე
ყვავილების მაღაზიაში 70 ლარად შეფასებული მინა გატეხა.
მინის გატეხვიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა და
დააკავეს.
პროკურატურის პირველი შუამდგომლობით ის ქურდობის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებამ ვერ გაარკვია, პურის მაღაზიაში დაიკარგა თუ არა ფული, რაც
შეეხება ყვავილების მაღაზიას, იქ დადგინდა, რომ ფული არ
დაკარგულა.
აღნიშნული ფაქტი 2016 წლის 8 იანვარს შუაღამეს მოხდა.
დღეს, 18 მარტს, გორის სასამართლოს ახალმა მოსამართლემ პურისა და
ყვავილების მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული დარბაზიდან
გაათავისუფალა.
სასამართლო პროცესს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი
ესწრებოდა.
ბრალდებულის პატიმრობის შეცვლა პირობითი სასჯელით პროკურორმა ია
მეფარიშვილმა მოითხოვა.
30 წლის მამაკაცი რომელსაც პროკურატურის მტკიცებით ყვავილების და
პურის მაღაზიის გაქურდვაში ედება ბრალი, დღეს გორის სასამართლო
დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბრალდებულის დამცველი ვაჟა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის
ქვეშ მყოფი, დანაშაულის ჩადენის დროს, ნასვამ მდგომარეობაში
იმყოფებოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 8 იანვრის ღამეს ჩადენილ დანაშაულებს
აღიარებს“ - ამბობს ვაჟა სუხიტაშვილი.
„ჩვენ მოვიძიეთ აღნიშნულ პიროვნებაზე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს
ადამიანი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ახლობლები და ნათესავებიც
დადებით პიროვნებად ახასიათებენ, ამიტომ გთხოვთ, ბატონო მოსამართლევ,
რომ 177 მუხლის თანახმად გათვალისწინებული სასჯელი, 3 წლიანი
პატიმრობა შეიცვალოს 4 წლით პირობითი სასჯელით“- ითხოვა პროკურორმა ია
მეფარიშვილმა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სტატიის გამოყენების პირობები