ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში არდადეგები 20 მაისამდეა გამოცხადებული
საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

13 მაისიდან ახალგაზრდები ლექციებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.

საპორტესტო ტალღას შეურეთდნენ ბათუმის, ქუთაისისა და ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ჩამონათვალში ამ ეტაპზე გორის უნივერსიტეტი არ შედის

დღეს დილით უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტი იმყოფებოდა. როგორც მათ გვითხრეს, უნივერსიტეტში გამოცდებისთვის მივიდნენ, ხოლო სასწავლო პროფესი არ მიმდინარეობს.

მათი ცნობით, საგაზაფხულო არდაგებები 20 მაისამდეა გადატანილი. ,,ამის მიზეზი ისაა, რომ გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გვიან დაიწყო და შესაბამისად არდადეგებიც არ გვემთხვევა სხვა უნივერსიტეტებს.''- გვითხრეს სტუდენტებმა.

რა მოხდება 20 მაისს? შეუერთდება თუ არა გორის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებს, ჯერ უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები