ახალი ამბები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტები დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებიან.

22 სტუდენტი დღეს უნივერსიტეტის წინ შეიკრიბა და თბილისში გაემგზავრნენ.

მანამდე 13 მაისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი გვერდში დგომასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ იმს სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.

დღევანდელი მონაცემებით, განცხადებას გსუ-ს 292 სტუდენტი აწერს ხელს.

თვეზე მეტია საქართველოში აპროტესტებენ რუსულ კანონს, რომელიც პარლამენტმა აპრილის დასაწყისში ხელმეორედ დააინიცირა პარლამენტში.

14 მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
Print

სტატიის გამოყენების პირობები