გორში არასწორი პარკირების შემთხვევაში ავტომანქანებს საჯარიმო
სადგომზე გადაიყვანენ.
ამისათვის გორის მუნიციპალური ინსპექციისთვის ,,ობობა ევაკუატორს''
ყიდულობენ.
გორის მერიის ცნობით, ევაკუატორისთვის 190 000 ლარი გამოიყო. ამ
ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინაორებს კომპანია ,,სტრადასთან'', რომელიც
მერიას მანქანის ჩამოყვანას ჩინეთიდან სთავაზობს.
გორის მუნიციპალური ინსპექციის წესდების მიხედვით, სამსახურების
ერთ-ერთი ფუნქციაა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევებზე
კონტროლის განხორციელება.
სტატიის გამოყენების პირობები