ახალი ამბები
ხაშურის მერია და ანსამბლი ,,ფრესკა'' ლატვიის ქალაქ ბაუსკაში მიიწვიეს
ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფრესკა'' ლატვიის ქალაქ ბაუსკაში მიიწვიეს.

მოცეკვავეები 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მიიღებენ მონაწილეობას ბაუსკას დღესასწაულზე - ,,ოქროს მუხის ქვეშ''.

მგზავრობის ხარჯებს მერია გაიღებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ლომიძე და ნინო ღონღაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

სხვა ხარჯებს ბაუსკას მუნიციპალიტეტი გაიღებს. ხაშური და ბაუსკა დამეგობრებული ქალაქებია.



ბაუსკას მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღნიშნავენ დღესასწაულს ,,ოქროს მუხის ქვეშ''. წელს ეს დღესასწაული უშუალოდ ქალაქში აღინიშნება. ქალაქი ბაუსკა 415 წლის ხდება.



ხაშურის მერიამ მგზავრობისთვის 10 126 ლარი გამოყო.

მიწვევის წერილი მერიამ 8 მაისს მიიღო, თუმცა ბილეთების შეძენა, ქუთაისის აეროპორტისთვის, 15 მაისის შემდეგ შეძლეს. როგორც ხაშურის მერიაში აღნიშნავენ, დოლარის კურსის გამო, თბილისის აეროპორტიდან თითო ბილეთის ფასი 500 ლარით გაიზარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები