ახალი ამბები
ადიდებულმა მდინარე ქსანმა სოფელი თვაურები დატბორა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი თვაურები დაიტბორა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი იტყობინებიან, ადიდებულმა მდინარე ქსანმა ნაპირი გადახეთქა და წყალი სოფლისკენ მიდის.

,,იტბორება სოფელი, საქონლის სადგომები, ნათესები. თუ ვინმე მოვაქცევს ყურადღებას, მადლობლები ვიქნებით. სამწუხარო ქსანმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადახეთქა და იქ ვერ შევდივართ, რომ რამე მოვახერხოთ'' - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელი თვაურები კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამისყანის თემში შედის. სოფელი ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯს ემიჯნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები