კასპის სოფელ წინარეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დაანგრია.
როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, მდინარე კავთურამ უხვი ნალექის
დროს კალაპოტიც შეიცვალა და გზაც დააზიანა.
ამჟამად, ე.წ. ფონის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მისასვლელი
გზის გარეშეა დარჩენილი.
სოფლის წარმომადგენლის, ესტატე აბულაძის ცნობით, სავალალო
მდგომარეობაშია კიდევ ერთი სამანქანო ხიდი. პრობლემები აქვს
ხოკერაანთუბნის მოსახლეობასაც, რომელიც კიდევ ერთ სოფელს - გუდალეთს
ეკუთვნის.
კასპის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით,
შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს
მაქსიმუმ 2 თვე დასჭირდება.
სტატიის გამოყენების პირობები