ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში, 2019 წლიდან 2024 წლამდე,  მოსახლეობა 121 053-დან 114 921-მდე შემცირდა. სხვაობა 6 153-ია.

ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით, კლება ყველაზე თვალსაჩინო 2022-დან 2023 წლამდე პერიოდში შეიმჩნევა.

2008 წელს გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 117 016 მოქალაქე. 2009 წელს 127 305-მდე გაიზარდა.

სტატიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 1994 წელს გორის მუნიციპალიტეტში 163 800 მოქალაქე ცხოვრობდა..

1994 წელი - 163 800 მოქალაქე

1999 წელი - 142 875 მოქალაქე

2003 წელი - 130 732 მოქალაქე

2008 წელი - 117 016 მოქალაქე

2013 წელი - 126 066 მოქალაქე

2018 წელი - 123 233 მოქალაქე

რაც შეეხება 2019 წლის შემდეგ ხუთ წელს, იხილეთ სქემა ქვემოთ:

Print

სტატიის გამოყენების პირობები